ბრაზილიაში 270-მდე ადამიანი დაიღუპა ძლიერი წვიმებით გამოწვეული ღვარცოფების და წყალდიდობების შედეგად. ოფიციალური ინფორმაციით, მთელი სოფლები განადგურდა მთიან რეგიონში რიო დე ჟანეიროსთან. მძიმედ დაზარალდა ქალაქი ტერესოპოლისი, რომელიც რიო დე ჟანეიროს ჩრდილოეთით, 65-მდე კილომეტრში მდებარეობს. იქ, სულ ცოტა, 130 ადამიანი დაიღუპა.