ავღანეთის ყუნდუზის პროვინციაში ათი მეამბოხე დახოცეს

ავღანეთის ჩრდილოეთში, ყუნდუზის პროვინციაში, ორშაბათ ღამით, 10 მეამბოხე დახოცეს საერთაშორისო და ავღანეთის ჯარების ოპერაციის დროს. ცნობით, მოკლულთა შორისაა თალიბთა საველე მეთაური, მოულავი ზაჰირი. ნატოს და ავღანეთის არმიის დანაკარგებზე ცნობაში ლაპარაკი არ არის.