ღაზაში ისრაელის სამხედრო დაიღუპა

ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორის საზღვართან, ისრაელის ერთი სამხედრო დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ისრაელის არმიისვე შეცდომით ნასროლი ჭურვით. ცნობით, ინციდენტი მოხდა ღაზის სექტორის საზღვართან, როცა ისრაელის არმიას შეტაკება ჰქონდა პალესტინელ მეამბოხეებთან.