თალიბებმა პასუხისმგებლობა იკისრეს ყანდაარში მოწყობილი აფეთქებისთვის

ავღანელმა თალიბებმა პასუხისმგებლობა იკისრეს ყანდაარის პროვინციაში მოწყობილი აფეთქებისთვის. აფეთქებას, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო ქალაქ სპინ-ბოლდაკის საზოგადოებრივ აბანოში, 17 კაცი ემსხვერპლა. კიდევ 20-ზე მეტი პირი დაშავდა. დაღუპულთა შორის არის ადგილობრივი სასაზღვრო პოლიციის უფროსი. როგორც თალიბების წარმომადგენელმა განაცხადა, ტერაქტი სწორედ მის წინააღმდეგ იყო მიმართული.