ვეტერანთა აქციის დაშლის დეტალები დიპლომატებსაც აცნობეს

თბილისში, ვეტერანთა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლის დეტალები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების ნაწილმა აცნობა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ახალგაზრდული მოძრაობის ”არა”-ს ლიდერის, ლევან ჩიტაძის, განცხადებით, ბუნებრივია, დიპლომატები საჯარო შეფასებებისგან თავს შეიკავებენ, თუმცა მომხდარის შესახებ საკუთარი ქვეყნების მთავრობებს აცნობებენ.