პაკისტანში მოკლეს პენჯაბის პროვინციის გუბერნატორი

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მოკლეს ამ ქვეყნის უდიდესი პროვინციის, პენჯაბის გუბერნატორი, სალმან ტასირი. პოლიციის ცნობით, ტასირის მისსავე სახლთან ესროლა საკუთარმა მცველმა. ინციდენტის დროს ხუთი ადამიანი დაიჭრა, თვით თავდამსხმელი დააპატიმრეს. ტასირი პაკისტანის მმართველი სახალხო პარტიის წევრი იყო, პრეზიდენტ ასიჯ ალი ზარდარის თანაშემწე. ის ცნობილი იყო პენჯაბში მზარდი ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკითაც.