ქაბულში აფეთქების შედეგად პოლიციელი დაიღუპა

ქაბულში აფეთქების შედეგად პოლიციელი დაიღუპა და სამი სამოქალაქო პირი დაიჭრა. პოლიციის ცნობით, ჩანთა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობები იდო, ხიდთან დაეტოვებინათ. ამასთან, ნათელი არ არის, ვის წინააღმდეგ იყო მიმართული აფეთქება.