სტუმრად ჩვენს ეთერში: ლიკა წიკლაური

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ლიკა წიკლაური

4 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლიკა წიკლაური, ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი. მან 3 იანვარს გმირთა მოედანზე ომის ვეტერანთა აქციის დარბევის სამართლებრივ მხარეზე ილაპარაკა. ლიკა წიკლაურმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის არც ერთი მუხლი არ დაურღვევიათ.