ხვალ დილით მზის ნაწილობრივი დაბნელება მოხდება

ხვალ დილით, ოთხ იანვარს, ევროპის მცხოვრებთ შეეძლებათ მზის ნაწილობრივი დაბნელება იხილონ. ეს მზის პირველი დაბნელებაა ამ წელიწადში. შვეციის ჩრდილოეთში შესაძლებელი იქნება მზის ოთხი მეხუთედით დაბნელებაზე დაკვირვება. ბერლინის, ლონდონის, პარიზის, ისევე როგორც ამსტერდამის მცხოვრებთ საშუალება ექნებათ მზის მხოლოდ ორი მესამედით ან სამი მეოთხედით დაბნელების მოწმე გახდნენ. შუა ევროპის დროით ეს ასტრონომიური მოვლენა მოსალოდნელია დილით, დაახლოებით 9-დან 11-საათამდე.