ავღანეთში აფეთქების შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნატოსა და ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დღეს აფეთქების შედეგად ათზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. აფეთქება მოეწყო სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციის ნაჰრ-ე-სარაჰის რაიონში. ეს რეგიონი ექსტრემისტების აქტიურობით გამოირჩევა.