კახა ბექაური: „ეროსი კიწმარიშვილმა „მაესტროს“ ფინანსურ კოლაფსში ჩაგდება განიზრახა“

კახა ბექაური „მაესტროს“ გენერალური დირექტორი

მოულოდნელად წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მაესტრო“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი ამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმა კონტრაქტორი „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ მიერ მიუღებელი პირობების წაყენებამ აიძულა. „მაესტროს“ გენერალური დირექტორის კახა ბექაურის თქმით, ხსენებული კომპანიის დამფუძნებელმა, ეროსი კიწმარიშვილმა, პოლიტიკაში წასვლის შემდეგ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. ადრე „მაესტროს“ ხელმძღვანელობა უარყოფდა ხმებს ტელეკომპანიის სარედაქციო საქმიანობაში რომელიმე პოლიტიკური ძალის ჩარევის თაობაზე. საქმეში გასარკვევად ჩვენ „მაესტროს“ გენრალურ დირექტორს, კახა ბექაურს, დავუკავშირდით.