მალხაზ თოფურია: შიმშილობას 7 იანვრამდე გავაგრძელებთ

გმირთა მემორიალი თბილისში

თბილისის ცენტრში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან შიმშილობს ოცი ქართველი ვეტარანი, რომლებიც საბრძოლო დავალებებს ასრულებდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ერთ-ერთი მოშიმშილე ვეტერანის, მალხაზ თოფურიას თქმით, ისინი ამ უკიდურეს ნაბიჯზე წასვლა გაუსაძლისმა სოციალურმა პრობლემებმა აიძულა. ისინი ვერ პოულობენ სამუშაოს, არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა და მიუხედავად ქვეყნის წინაშე დამსახურებისა, თავის დროზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაყარეს სამსახურებიდან: "ჩვენ ვითხოვთ ყურადღებას ხელისუფლებისგან, რომელიც მილიონიან კონცერტებსა და შოუებს აწყობს მაშინ, როცა ვეტერანის საარსებო მინიმუმი ყოველთვიურად არის მხოლოდ 22-ლარიანი ვაუჩერი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლება". გვესაუბრება მალხაზ თოფურია.