ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მუშაობას საქართველოში არაერთგვაროვანი მოსაზრებები უკავშირდება: თუკი ერთნი უდავოდ თვლიან ქარტიის მუშაობის მნიშვნელობას მედიაში ეთიკის ნორმების დამკვიდრებისა და საზოგადოების მიუკერძოებლად ინფორმირების ხელშეწყობისათვის, მეორენი მიიჩნევენ, რომ ერთი წლის წინ ამოქმედებულმა ქარტიის საბჭომ მნიშვნელოვანი ვერაფერი გააკეთა, სათანადო აქტიურობა ვერ გამოამჟღავნა და ზოგ შემთხვევაში არაობიექტური გადაწყვეტილებაც მიიღო. რა ხდება სინამდვილეში და როგორ აპირებს მუშაობის გააქტიურებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო?
ქარტია, რომელსაც ამ ეტაპზე დაახლოებით 180 ხელმომწერი ჰყავს, ჟურნალისტური ეთიკის 11 ძირითად მუხლს აერთიანებს. მასში, მაგალითად, ვკითხულობთ, რომ: ”ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”, ანდა ”ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია”.
თუკი რომელიმე კერძო პირს ან ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამა თუ იმ ჟურნალისტმა ქარტიით გათვალისწინებული ესა თუ ის მუხლი დაარღვია, საჩივარი განსახილველად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს უნდა მიაწოდოს. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ამ გზით საბჭოში წელს სულ 10 საჩივარი შევიდა და, რადგანაც განხილვის პროცედურა ჯერჯერობით მხოლოდ ქარტიის ხელმომწერ ჟურნალისტებზე ვრცელდება, მხოლოდ 5 საჩივრის განხილვა გახდა შესაძლებელი.
გავიხსენოთ, რომ გახმაურებულ ”მოდელირებულ ქრონიკასთან” დაკავშირებით საბჭომ წელს ქარტიის პირველი მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომელი ნათია კობერიძე. თუმცა ჟურნალისტმა ეს შენიშვნა არ გაიზიარა, ქარტიის საბჭო სადამსჯელო მექანიზმად შეაფასა და ხელმოწერაც გაითხოვა.
მართალია, ქარტიაზე ხელმოწერის გაუქმებას არ აპირებს, მაგრამ მისი მისამართით განხორციელებულ ქმედებებს ასევე სადამსჯელო ღონისძიებებად აფასებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” საჩივრის განხილვის შედეგად, მთივლიშვილი ქარტიის საბჭომ პირველი და მესამე მუხლების დარღვევაში დაადანაშაულა.
”დარწმუნებული ვარ და მიმაჩნია, რომ საბჭო ამ საჩივრის განხილვისას იყო არაობიექტური... როცა მე გავწევრიანდი ამ ქარტიაში, მიზანი იყო ფუნქციონირება არა ჟურნალისტების დასჯისთვის, არამედ, პირიქით - მხარდაჭერისთვის და შეცდომების გამოსწორებისთვის... ამ საბჭომ კი შეიძინა უფრო დამსჯელის ფუნქცია, ვიდრე მხარდაჭერისა და გამომსწორებლის... მთელი დღის განმავლობაში რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გატრიალებენ, რომ, თურმე, დამრღვევი, არაეთიკური და რეციდივისტი ყოფილხარ, ეგ არ არის, მე მგონი, კარგი...” - უთხრა რადიო თავისუფლებას გელა მთივლიშვილმა.
ჟურნალისტი ამ ეტაპზე ელოდება ქარტიის საბჭოსგან საქმის სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებასა და ქარტიის ყრილობას, რომელიც 23 იანვარს უნდა გაიმართოს და რომელზეც ის კონკრეტული შენიშვნებით აპირებს მისვლას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 9-წევრიანი საბჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძე მთივლიშვილის მიერ გამოხატული პროტესტის შინაარს არ ეთანხმება. მისი თქმით, ამ საქმის სამოტივაციო ნაწილი დაახლოებით ერთ კვირაში გამოქვეყნდება და ამით ყველაფერს მოეფინება ნათელი.
ეთერ თურაძე თვლის, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საქართველოში თავისი არსებობა გაამართლა და ყველაზე მთავარი მიღწევა ხელმომწერი ჟურნალისტების საქმიანობის გაუმჯობესებით გამომჟღავნდა:
”ეს ადამიანები და პირადად მეც ახლა უფრო ფრთხილები და მობილიზებულები ვართ; ვცდილობთ, რაიმე ისეთი არ გაგვეპაროს, რომ ვინმემ გვიჩივლოს...”
ქარტიაში ასახული ეთიკის პრინციპების მედიაში დამკვიდრებას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს მედიაექსპერტი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, რომელმაც ქარტიას რამდენიმე კვირის წინ მოაწერა ხელი. ჟურნალისტს მიაჩნია, რომ ქარტიის, როგორც თვითრეგულაციის მექანიზმის, მუშაობა ხელს შეუწყობს მედიასაშუალებების საქმიანობის გაჯანსაღებას. ამასთან, შეიქმნება უკეთესი საფუძველი მედიაკრიტიკისთვის და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებით საზოგადოებაც მოგებული დარჩება.
”სამწუხაროდ, იმდენად რთულად მკვიდრდება ჟურნალისტური ეთიკის ნორმები ჩვენს სინამდვილეში, რომ საჭირო და სავალდებულო გახდა ეთიკის ასეთი ქარტიის შემუშავება. ყველა წინა მცდელობა იყო უშედეგო. ეს ყველაზე შედეგიანია... მიმაჩნია, რომ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი უნდა იყოს ჩართული...” - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ქორიძემ.
ჟურნალისტების გარდა, ქარტიის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ პროცესში საზოგადოებაც უფრო აქტიურად ჩაერთოს, - მიაჩნია ქარტიის საჭოს თავმჯდომარეს ეთერ თურაძეს. მთავარ უარყოფით მხარედ, რაც ქარტიის მუშაობის ერთწლიანი პერიოდის მანძილზე გამოჩნდა, ეთერ თურაძე სწორედ საზოგადოების ნაკლებ ჩართულობას ასახელებს. ეს კი, თავის მხრივ, ძირითადად, ფინანსების ნაკლებობას უკავშირდება. იმის გარდა, რომ საბჭოს წევრები ერთი წლის მანძილზე აბსოლუტურად უსასყიდლოდ მუშაობდნენ, ასევე აბსოლუტურად არ არსებობდა რეკლამირების ბიუჯეტი, რის შედეგადაც, ვერ მოხერხდა ქარტიასთან დაკავშირებული პროცესების პოპულარიზაცია. ეთერ თურაძეს იმედი აქვს, რომ, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“, ჰოლანდიის საელჩოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, მომავალი წლიდან სიტუაცია აუცილებლად გაუმჯობესდება, საბჭო გააქტიურდება და ეთიკის ქარტიის მექანიზმებიც უკეთ დაინერგება ქართულ მედიასივრცეში.