რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი გიორგი ჭანიშვილი. მან ილაპარაკა სამინისტროს მიერ დასახელებულ წლის საუკეთესო სპორტსმენებსა და გამორჩეულ ახალგაზრდებზე; მიმოიხილა ქართული სპორტის გასული წლის წარმატებები და წარუმატებლობები.