მიმოხილვას დავიწყებთ ”ყველა სიახლით”, რომელიც დღეს 2010 წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს აჯამებს. „მიუხედავად იმისა, რომ წლეულს, გაზაფხულზე, თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, კვლავაც მმართველმა პარტიამ იზეიმა გამარჯვება. იყო ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფების არაერთი მცდელობა როგორც არჩევნების წინ, ასევე მის შემდეგაც, თუმცა ამას ხეირი არც ოპოზიციისთვის მოუტანია და არც ზოგადად პოლიტიკური ვითარებისთვის. ეს წელიწადი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ გატარებული საკონსტიტუციო რეფორმით შეიცვალა ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობა. ახალი მოდელით, გაიზარდა პარლამენტის ფუნქცია და გაძლიერდა პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტიო", - წერს გაზეთი. ”ყველა სიახლეს” მოჰყავს ექსპერტ კახა კაციტაძის სიტყვები - "2010 წელი უგმირო წელი იყოო," თუმცა გაზეთი დასძენს: „თუ "ნაციონალური" სტანდარტით ვიმსჯელებთ გმირსა და მის საგმირო საქმეებზე, ამ წლის გმირი უდავოდ მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც მოახერხა და საერთაშორისო ასპარეზზეც ნაწილობრივ აღიდგინა შელახული რეპუტაცია”. სტატიას ჰქვია "გმირით თუ უგმიროდ? - რით იყო გამორჩეული 2010 წელი" და მას ”ყველა სიახლეში” წაიკითხავთ.
”რეზონანსი” დღეს განიხილავს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისთვის გადაცემას და წმინდა სინოდის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ექსპერტთა კომენტარები მოჰყავს. "ამ ნაბიჯით პატრიარქმა გაზარდა ტიტულის ხარისხი და რუსებს მიანიშნა, რომ მდგომარეობა არ შეიცვლებაო", -ამბობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს კი მიაჩნია, რომ "ეს ინიციატივა აფხაზურ მხარეში გაღიზიანებას გამოიწვევს. ჩვენს პატრიარქს უდიდესი ავტორიტეტი აქვს არა მხოლოდ საქართველოში ან მართლმადიდებლურ სამყაროში, არამედ მთელ მსოფლიოში. თავად აფხაზებიც პატივს სცემენ იმის მიუხედავად, რომ უკმაყოფილონი არიან, რაც იმდროიდან მოდის, როცა პატრიარქის განცხადებები არასწორად გაიგეს, რომ ყველა ქართველის მკვლელი შეუნანებელ ცოდვას სჩადის. მათ ეს დღემდე ახსოვთო.” სტატიას ”რეზონანსში” ნახავთ.
დღეს ასევე ბლომად შეხვდებით ბადრი ბიწაძის მიერ ლევან გაჩეჩილაძის მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამოხმაურებებს. ერთ ინტერვიუს გამოვყოფთ. ”ახალი თაობა” გაესაუბრა კახა კუკავას, რომელიც ასეთ რამეს ამბობს: ”ბურჯანაძემ მოკეტოს.შეიძლება დიდ შარს გადაეყაროს, იმიტომ რომ ბურჯანაძის ბიოგრაფიის მქონე ადამიანი, წესით, წარსულში არ უნდა იქექებოდესო.” ის აგრძელებს: "თურმე ოპოზიცია ხელისუფლებასთან ზის და მილიონებს იყოფს. მე 3 წელია რაც ქუჩაში ვარ და ვალის მეტი არაფერი დამიგროვებია ამ პროცესიდან. ვისაც მართლა მილიონები აქვს დაგროვებული - ბურჯანაძეს და ბიწაძეს ვგულისხმობ - ხელისუფლებაში მოღვაწეობის შედეგად, ნადვილად არ ცხოვრობენ ჩემსავით. ვფიქრობ, მათ ამის შემდეგ არ აქვთ უფლება, რომ ხალხს ოპოზიციაზე ასე ელაპარაკონ.”