თბილისში დევნილთა აქციები გრძელდება. რუსთაველის გამზირზე 21 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ აფხაზეთიდან დევნილი ადამიანები, რომელთა ნაწილი თავს ნათესავებთან აფარებს, ნაწილი კომპაქტურად ჩასახლებულ სხვადასხვა დაწესებულებაში ცხოვრობს და რომელთაც ხელისუფლებამ გამოსახლების ვადა 15 იანვრამდე გადაუწია. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ხალხს, ისევე როგორც დევნილების პირველ ორ ნაკადს, საცხოვრებელ სახლებს სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში სთავაზობენ, დევნილებს კი დედაქალაქის დატოვება არ სურთ. ისინი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ენგურის ხიდზე კარვების გაშლით აპირებენ.
დევნილები ისევ პარლამენტის წინ დგანან. მოთხოვნა უცვლელია - შეწყდეს მათი გამოსახლება იმ ობიექტებიდან, სადაც ისინი თავის დროზე ხელისუფლებამ შეასახლა. ერთი კვირის წინანდელი დევნილთა აქციის შედეგად მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ხელისუფლებამ მათი გამოსახლების პროცესი 15 იანვრამდე გადადო, თუმცა ეს მათთვის შეღავათი სულაც არ არის. ზამთარში აბარგება და საცხოვრებლის დატოვება და, მათი თქმით, გაურკვეველი მიმართულებით წასვლა დევნილთათვის მიუღებელია.
”პრივატიზებული აქვს ამ ხელისუფლებას ეს დედაქალაქი? არჩევნების წინ ხომ სჭირდებოდათ ხალხი და გვეუბნებოდნენ, თქვენ დევნილები არ ხართ, თბილისელები ხართო. თბილისში არ ვართ ნორმალურად დასაქმებულები და რაღაცნაირად მაინც ვუძლებთ ამ ცხოვრებას და იმ რაიონებში რომ გვყრიან, სასიკვდილოდ გვიმეტებენ”, - ამბობს დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის გამგეობის წევრი მანანა გაბელია.
აქციის მონაწილეებთან ტრადიციულად დგანან „ხალხის პარტიიდან“ ალექსანდრე შალამბერიძე, კონსერვატიული პარტიიდან ლაშა ჩხარტიშვილი. შალამბერიძე განმარტავს, რომ დევნილთა რაოდენობა ბევრად აღემატება იმ საცხოვრებელი ბინების რიცხვს, რომელთაც ხელისუფლება მათ სთავაზობს:
”შენობების ის ნუსხა, რომელიც ლტოლვილთა სამინისტროშია გამოკრული და რასაც სთავაზობენ ამ ხალხს, არ არის საკმარისი - იქ მხოლოდ 84 ადგილია დარჩენილი და ამ დევნილთა რიცხვი 5000-დან 7000-მდე მერყეობს”.
აფხაზეთიდან დევნილი სვეტლანა ჯღარკავა თანახმაა, რომ რომელიმე ქალაქში წავიდეს საცხოვრებლად, მაგრამ სოფელში ხელახლა ცხოვრების დაწყება ვერ წარმოუდგენია:
”ბინებს ვაძლევთ და არ მიდიანო რომ ამბობენ, ზუსტად მაგ დროს მივედი და ვთხოვე, მომეცით რამე ზუგდიდში, ქუთაისში. სადღაც სოფელში ვერ წავალ, დიაბეტიანი ქალი ვარ, მეუღლე მყავს ინფარქტიანი, სად, ვის იმედად წავიდე?”
ლაშა ჩხარტიშვილი ამ ჩიხიდან გამოსასვლელ ორ გზას ასახელებს:
”პირველი - ეს არის საცხოვრებელი ფართების დაკანონება, როგორც ამას უგულავა და სააკაშვილი ამ ხალხს წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდნენ; მეორე გამოსავალი კი შეიძლება იყოს ღირსეული ალტერნატივის შეთავაზება - ოღონდ მათთან შეთანხმების საფუძველზე და არა იძულებით”.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიცია უცვლელია. როგორც სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი, იულია ხარაშვილი, გვეუბნება, სამინისტრო დევნილებს ახლანდელ საცხოვრებელ პირობებზე უკეთესს სთავაზობს და, რაც მთავარია, სთავაზობს დასაქმებასაც; დევნილები კი, რომელთა პროტესტს ჯერჯერობით რაიმე გადამწყვეტი ცვლილება არ მოჰყოლია, სიტუაციის გამძაფრებით იმუქრებიან და ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათი გამოსახლების პროცესს არ შეწყვეტს, პროტესტი უცხო ქვეყნების საელჩოებთან გაგრძელდება, სადაც ისინი პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვენ:
”ამერიკის საელჩოს და გაეროს მივადგებით ამ დღეებში და თავშესაფარს მოვითხოვთ. უკიდურეს შემთხვევაში ენგურის ხიდზე გავშლით კარვებს და ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს ვეტყვით, რომ ეს ხელისუფლება მარტო მათთვის კი არა, ჩვენთვისაც არაფრის მაქნისია”.
საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ 21 დეკემბერს „ქართული პარტიაც“ შეუერთდა. პარტიის ლიდერის, სოზარ სუბარის თქმით, ისინი განცხადებით მიმართავენ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას და დევნილების უფლებების დაცვას მოითხოვენ.
დევნილები ისევ პარლამენტის წინ დგანან. მოთხოვნა უცვლელია - შეწყდეს მათი გამოსახლება იმ ობიექტებიდან, სადაც ისინი თავის დროზე ხელისუფლებამ შეასახლა. ერთი კვირის წინანდელი დევნილთა აქციის შედეგად მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ხელისუფლებამ მათი გამოსახლების პროცესი 15 იანვრამდე გადადო, თუმცა ეს მათთვის შეღავათი სულაც არ არის. ზამთარში აბარგება და საცხოვრებლის დატოვება და, მათი თქმით, გაურკვეველი მიმართულებით წასვლა დევნილთათვის მიუღებელია.
ენგურის ხიდზე გავშლით კარვებს და ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს ვეტყვით, რომ ეს ხელისუფლება მარტო მათთვის კი არა, ჩვენთვისაც არაფრის მაქნისია...