მოსკოვში 27 დეკემბრისთვის გადაიდო ერთ დროს რუსეთის უმდიდრესი ადამიანის, მიხაილ ხოდორკოვსკის, მეორე სასამართლო პროცესზე გამოტანილი განაჩენის კითხვა, რომელიც დღეისთვის იყო დანიშნული. თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით ხოდორკოვსკი ციხეში 2003 წლის შემდეგ ზის, თუმცა ახლა მას ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში ის და მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორი, პლატონ ლებედევი, 2017 წლამდე დარჩებიან პატიმრებად. ხოდორკოვსკის მომხრეები უკვე დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ საქმე პოლიტიკურია და რომ ხოდორკოვსკის, მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო, პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი უსწორდება. ხოდორკოვსკის საქმეს გამოეხმაურა ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი - ბრიტანეთში გამომავალ „გარდიანში“ დაბეჭდა სტატია, სადაც წერს, რომ ხოდორკოვსკის ბედი გამოაჩენს მიმართულებას, საითკენაც რუსეთი ვითარდება.
„მიხაილ ხოდორკოვსკის და მისი უბედურების თანაზიარ პლატონ ლებედევს ღრმა თანაგრძნობით ვეკიდები. ჩემთვის ისინი სიმბოლოები და ლოზუნგები კი არა, ცოცხალი ადამიანები არიან, რომლებიც იტანჯებიან“, - ასე იწყებს სტატიას ბორის აკუნინი და განაგრძობს: „თუმცა, ამავე დროს, ვხედავ, რომ მოსკოვში მიმდინარე, დასასრულს მიახლოებული სასამართლო პროცესი არც კერძო შემთხვევაა და არც მოვლენათა დამთხვევის შედეგი. ეს არის ორ ძალას შორის მიმდინარე ბრძოლის მორიგი ეტაპი - ბრძოლის, რომელიც უკვე დიდი ხანია რუსულ საზოგადოებაში განხეთქილების შემტანი მთავარი ფაქტორია, ისევე როგორც ამ საზოგადოების რთული ისტორიის ზიგზაგების გაგების გასაღები“.
ამ ორ ისტორიულ ძალას ცნობილი მწერალი „არისტოკრატიად“ და „არესტოკრატიად“ მოიხსენიებს. პირველი, მისი თქმით, უკავშირდება არა ცისფერსისხლიან წარმოშობას, არამედ ბერძნულ ფუძეს „არისტოს“ - კეთილშობილი ქმედებებისა და იდეალისტური აზროვნებისკენ სწრაფვას. აკუნინის აზრით, რუსეთის ისტორიაში ამ ძალამ არაერთხელ იცვალა სოციალური გარემო თუ სახელწოდება. მეცხრამეტე საუკუნის დეკაბრისტები და ხალხოსნები საბჭოთა პერიოდის ინტელიგენციამ და დისიდენტებმა ჩაანაცვლეს. იცვლებოდა პოლიტიკური ლოზუნგები, მაგრამ ბრძოლა, მწერლის აზრით, ყოველთვის ერთი მიზნისთვის იყო. ამ მიზანს ის სტატიის ორიგინალურ, რუსულ ვერსიაშიც ინგლისურად აყალიბებს - „human dignity“-ს უწოდებს, რაც „ადამიანის ღირსებას“ ნიშნავს.
მწერლის თქმით, მეორე ისტორიული ძალა სწორედ ამ ღირსებას ებრძვის ჯიუტი ბრძოლით. ამ ძალას, როგორც გითხარით, მწერალი „არესტოკრატიას“ უწოდებს, იმიტომ რომ, მისი თქმით, მისი მთავარი პრინციპია დაპატიმრება, - „არესტი“, - იქნება ეს თავისუფლების აღკვეთის თუ გაჩუმების გზით. აკუნინის თქმით, სახელს ეს ძალაც მუდმივად იცვლიდა - მას სხვადასხვა დროს მესამე განყოფილება, “ოხრანკა“, „ენკავედე“ თუ „კაგებე“ ერქვა - დღეს კი მას პუტინის ძალაუფლების ვერტიკალი ეწოდება.
აკუნინის აზრით, უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში ეს ორი ძალა ერთმანეთს რამდენჯერმე შეეჯახა პირისპირ, მაგრამ თითქმის ყველა ბრძოლაში გამარჯვებული არესტოკრატია გამოდიოდა - მის განკარგულებაში ხომ არმია, პოლიცია და ციხეებია. თუმცა 1991 წელს ამ ძალამ მარცხი განიცადა - დამანგრეველი, მაგრამ არა საბოლოო მარცხი. მას შემდეგ, ბოლო ათწლეულის მანძილზე, არესტოკრატია კონტრშეტევას ახორციელებს და ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს.
აკუნინის აზრით, არაფერია საოცარი იმაში, რომ არესტოკრატიული პარტიის სათავეში დღეს კაგებეს ყოფილი ოფიცერი აღმოჩნდა, თავის მსგავს ფიგურებთან ერთად. უცნაური ის არის, რომ მეორე ძალას - არისტოსს - დღევანდელ რუსეთში სოლჟენიცინის ან მანდელას მსგავსი ფიგურა კი არა, ყოფილი მილიარდერი წარმოადგენს. თუმცა მწერალი იქვე აღნიშნავს, ამაზე არანაკლებ საკვირველი იყო ის ფაქტი, რომ არისტოკრატიული ქცევის სიმბოლოს წარმოადგენდა წყალბადის ბომბის მამა და სოციალისტური შრომის სამგზის გმირი, ანდრეი სახაროვიო. ისტორიას უყვარს ამგვარი პარადოქსებიო, - ასკვნის მწერალი.
აკუნინი იხსენებს, რომ როცა ორწელიწად-ნახევრის წინ ჟურნალ „ესკვაირის“ რუსულმა გამოცემამ მას მისთვის საინტერესო ადამიანთან ინტერვიუს ჩაწერა შესთავაზა, მან მაშინვე ხოდორკოვსკი დაასახელა. რამდენიმე თვის განმავლობაში ციმბირში მყოფ ამ ტუსაღთან მიმოწერა მქონდა და თანდათან ვიგრძენი, რომ ამ ადამიანის მიმართ შორეული ინტერესი ჯერ ღრმა თანაგრძნობაში, შემდეგ კი მისი პიროვნების მასშტაბისადმი მზარდ პატივისცემაში გადამეზარდაო. „დიახ, ხოდორკოვსკის და მის ბედს ძალიან არ გაუმართლა, მაგრამ ჩვენ, მის თანამემამულეებს, დაუჯერებლად გაგვიმართლა. პარტია aristos-ს და human dignity-ს დღეს გამოხატავს ადამიანი, რომელიც იდეალურად იქცევა და დარტყმებს თავს არ უხრის. და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ზეწოლის დაუნდობელი მანქანა თავად გატყდეს მასთან მიმართებით.“
წერილის ბოლოს ბორის აკუნინი ასკვნის: „განაჩენი, რომელსაც უახლოეს დღეებში გამოიტანენ, მხოლოდ ორი ადამიანის ბედს არ განსაზღვრავს. ამ განაჩენზე იქნება დამოკიდებული ის, თუ განვითარების რომელ ვექტორს მიიღებს რუსეთი 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში - „არისტოკრატიულს“ თუ „არესტოკრატიულს“ - და რა მიმართულებთ წავა ქვეყანა - წინ და ზემოთ, თუ უკან და ქვემოთ“. სრულად ბორის აკუნინის სტატიის ინგლისურ ვერსიას ბრიტანულ „გარდიანში“ ნახავთ.