ბოსნიისა და ალბანეთის მოქალაქეები ოთხშაბათიდან ვიზების გარეშე შეძლებენ მოგზაურობას ევროკავშირის უსაზღვრებო, შენგენის სივრცეში. ეს გადაწყვეტილება გასულ თვეში მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა, თუმცა მისი ამოქმედების ზუსტი თარიღი აქამდე უცნობი იყო.