საფრანგეთში გაათავისუფლეს მძევლად აყვანილი ბავშვები და დააკავეს თავდამსხმელი

საფრანგეთში დააკავეს 17 წლის თავდამსხმელი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი საბავშვო ბაღში. გათავისუფლებულია ყველა ბავშვი, მათ არაფერი დაშავებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამხსმელს, რომელიც ხმლებით იყო შეიარაღებული, ფსიქიკური დაავადების გამო მკურნალობდნენ.