მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს ბრიტანეთის პარლამენტმა ხმა მისცა ინგლისის უნივერსიტეტებში გადასახადების სამჯერ გაზრდას, ლონდონის ქუჩებში არეულობები კვლავ განახლდა. სტუდენტთა დემონსტრაციას, რომელსაც თავდაპირველად მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა, რამდენიმე ათეული ანტიგლობალისტისა და ანარქისტის შეერთების შემდეგ არეულობის სახე მიეცა, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა, იტყობინება რადიო ”თავისუფლების” კორესპოდნენტი ნატალია გოლიცინა. ხუთშაბათს საღამოს ლონდონის ქუჩებში ძირითადად მოროდიორები დარჩნენ, რომლებიც ამტვრევდნებ შუშებს და მაღაზიებს ქურდავდნენ. რამდენიმე ათეული დემონსტრანტი პრინც ჩარლზის მანქანას დაესხა თავს, რომელიც მეუღლესთან ერთად თეატრში მიდიოდა. დემონსტრანტებმა მანქანის შუშები ჩაამტვრიეს და მანქანას საღებავი შეასხეს. როგორც პოლიცია იტყობინება დაჭრილია 10 პოლიციელი და 38 დემონსტრანტი. 20-ზე მეტი ადამიანი კი დაკავებულია.