რუსეთის ომბუდსმენის თქმით, ხოდორკოვსკის საქმეს პოლიტიკური ასპექტი ახლავს

რუსეთის სახალხო დამცველმა ვლადიმირ ლუკინმა განაცხადა, რომ კომპანია იუკოსის ყოფილი თანამფლობელების, მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის საქმეს „სერიოზული პოლიტიკური ასპექტი“ ახლავს. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის კითხვაზე პასუხისას, ლუკინმა არ მოისურვა, ევარაუდა, თუ რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო. ხოდორკოვსკისა და ლებედევის საქმეზე განაჩენს 15 დეკემბრისთვის ელიან. გარდა ამისა, ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს რუსეთში გაიზარდა მოქალაქეთა ჩივილების რიცხვი მათი უფლებების დარღვევის თაობაზე.