მიმოხილვას დავიწყებთ „მთელი კვირით“, რომელიც აქვეყნებს ელისო ჩაფიძის რეპორტაჟს მოსკოვიდან - ჟურნალისტი იქ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სემინარზე იმყოფებოდა და სტატიის უდიდეს ნაწილს რუსეთში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას უთმობს. „სიტყვის თავისუფლებას რუსეთში 332 ჟურნალისტი შეეწირა“ - ასეთია სტატიის სათაური. მას ”მთელ კვირაში” გაეცნობით.
ისე, ეს გაზეთი დღეს არაერთ სტატიას უძღვნის რუსეთში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. აქ დაბეჭდილია ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან იმის შესახებ, თუ რა ინტერესები აქვთ რუს ჟურნალისტებს საქართველოს მიმართ. კიდევ, არის სტატია მოსკოვში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებების შესახებ. თუ რუსეთის ამბები გაინტერესებთ, ”მთელ კვირას” შეგიძლიათ გადახედოთ.
რუსეთია წამყვანი თემა დღევანდელ ”ვერსიაშიც”. გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს ”რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტ ვლადიმერ ხომერიკთან, რომელიც ქართული დიასპორის სახელით ლაპარაკობს და ამბობს: ”გგონიათ რუსეთში შევიწროებულები ვართ? ნუ ინერვიულებთ. ჩვენ რუსეთის ხელისუფლება გვიცავს და ჯაშუშებად არ გვაცხადებსო”. ხომერიკი რუსეთში ქართველების დიასპორის სხვა ჯგუფების ხელმძღვანელებზე ლაპარაკობს - კერძოდ, აკრიტიკებს მინდია გულუას, რომელსაც კრასნოდარში ჩამოუყალიბებია ასეთი ორგანიზაცია.
”კვირის ქრონიკაში” დღეს წაიკითხავთ ინტერვიუს ”ფორუმის” ლიდერ კახა შარტავასთან, რომელიც ამბობს, თებერვალში ყრილობას მოვიწვევთ, რომელზეც გადაწყდება, ფორუმი პარტიის სახით დარჩება თუ მისი წევრები იძულებულნი იქნებიან სხვა ფორმით გააგრძელონ ბრძოლა შედეგების მისაღწევადო, თუმცა იმასაც დასძენს, მე თავად ფორუმს უფუნქციოდ ვერ ვხედავო.
”ასავალ-დასავალი” კი აქვეყნებს ოპოზიციის ლიდერების მამხილებელ ორ დიდ სტატიას. ერთში ჟურნალისტი წერს, ჩემი თვალით ვნახე ფურცელი, რომელზეც თავის დროზე ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს ჩამოუწერა პირობები, რასაც ითხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ მწვავე საპროტესტო ტალღა არ აგორებულიყო. ამ პირობებს შორისაა 5 მილიონი და დროებით გაპრემიერ-მინისტრობაო.
მეორე სტატია კი ირაკლი ალასანიას ეხება. ის კოლაბორაციონისტივით იქცევა და შიდა ოკუპანტთან თანამშრომლობსო, - წერს „ასავალი-დასავალი“ სტატიაში, რომელსაც „ალასანიას სინდრომი“ ჰქვია.