სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი სესიაშვილი

უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი. მან ილაპარაკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილად გამოცხადებულ რამდენიმე ტერორისტულ აქტთან დაკავშირებულ საქმეზე. ირაკლი სესიაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი აფეთქება ამერიკის საელჩოსთან განხორციელდა, გამორიცხავს ვერსიას, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს ამ საქმესთან ხელი. მან ასევე თქვა, რომ, სავარაუდოდ, ტერორისტული აქტები გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებდა და საქართველოს ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად განხორციელდა.