პაკისტანის და ინდოეთის კიბერარმიებად წოდებული ჯგუფები განაგრძობენ ურთიერთდარტყმების მიყენებას არაოფიციალურ "ომში", ვირტუალურ სამყაროში. ინდოეთის ადგილობრივი მედიის თანახმად, ჯგუფმა, რომელიც თავის თავს უწოდებს პაკისტანის კიბერარმიას, მოახერხა ინდოეთის საგამოძიებო ფედერალური ბიუროს უებსაიტზე შესვლა და იქ ინდოელ ჰაკერებს გამაფრთხილებელი ცნობა დაუტოვა. დღეს პაკისტანის ნავთობისა და გაზის მაწესრიგებელი უწყების უებსაიტმა შეწყვიტა მუშაობა თავდასხმის შედეგად.სავარაუდოდ ამ აქტის უკან ინდოეთის კიბერარმია უნდა იყოს. ინდოეთიცა და პაკისტანის ცნობილი არიან თავიანთი ჰაკერებით.