მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დუშეთში დღეს გასვლით სხდომას გამართავს . სხდომა დუშეთის კულტურის სახლის დარბაზში 13:00 საათზე დაიწყება. დუშეთის მოსახლეობას, ადგილობირივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი გააცნობს და მათგან შენიშვნებსაც მოისმენს. სხდომა ინტერაქტიული იქნება და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა საშუალება, გამოთქვას აზრი და კითხვები დასვას.