„ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტებში აღმოჩნდა რამდენიმე ტელეგრამა, რომლებიც 2008 აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო-სომხეთის გართულებულ ურთიერთობას აღწერს. მიუხედადავ იმისა, რომ ორი მეზობელი სახელმწიფოს თანამშრომლობა ყველა სფეროში წარმატებით ვითარდება, „ვიკილიკსის“ ინფორმაციით, ორი წლის წინ თბილისსა და სომხეთს შორის გაუცხოებამ საშიშ ზღვარს მიაღწია.
ტელეგრამის თანახმად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ სომხეთი „არამეგობრულ დამოკიდებულებაში“ სდებდა ბრალს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც თურმე მთელი კვირის განმავლობაში არ პასუხობდა პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის სატელეფონო ზარებს, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა, რომელიც საქართველოში სომხეთის გავლით ბრუნდებოდა, უარი თქვა „თუნდაც რამდენიმე წუთით აეროპორტში მაინც შეხვედროდა თავის კოლეგა ედუარდ ნალბანდიანს“.
„ვიკილიკსის“ მიერ გავრცელებული საიდუმლო ტელეგრამის თანახმად, ამის თაობაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიჩივლა ამერიკის საელჩოს დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ სომხეთს სურს დაეხმაროს საქართველოს „4000-ზე მეტი დევნილის მიღებაში და შესთავაზოს თავისი ტერიტორია საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად“. ტელეგრამაში ასევე ხაზგასმულია, რომ „სომხეთს არ გაუკეთებია არც ერთი უარყოფითი განცხადება საქართველოს მისამართით“ მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხდება „სომხეთის ეკონომიკური მოთხოვნების იგნორირება“; კერძოდ, საქართველოს გავლით არ უშვებენ სომხეთის კუთვნილ ტვირთებს სადახლოსა და ფოთის გავლით მაშინ, როცა „აზერბაიჯანისათვის კუთვნილი ტვირთები უპრობლემოდ გადაადგილდება“.
ეს არის ნაწყვეტი „ვიკილიკსის“ მიერ გავრცელებული 2008 წლის აგვისტოს ერთ-ერთი საიდუმლო ტელეგრამიდან, რომელიც სომხეთში დროებით რწმუნებულს ეკუთვნის.
„ვიკილიკსის“ მიერ საქართველოს თაობაზე გამოქვეყნებული საიდუმლო ტელეგრამების შინაარსზე საქართველო ხელისუფლება ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებს, რაც საქართველოს პეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე 30 ნოემბერს იმით ახსნა, რომ საიდუმლო ჩანაწერებში ახალი არაფერია:
„საიდუმლო ჩანაწერების ის ნაწილი, რაც საქართველოსთან მიმართებაში გავრცელდა, მთელმა მსოფლიომ იცის“.
რუსეთთან ომის შემდეგ სომხეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა დათბა. 2009 წელს მიხეილ სააკაშვილმა სომხეთის პრეზიდენტისაგან „ღირსების ორდენი“ მიიღო, საქართველომ კი სომხური ტვირთებისათვის რუსეთთან დამაკავშირებელი ზემო ლარსის სასაზღვრო საგუშაგო აამოქმედა. ორი ქვეყნის ურთიერთობა ყველა სფეროში დინამიკურად ვითარდება, თუმცა საქართველოს პრალამენტის წევრმა ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო ტელეგრამები არა მხოლოდ საქართველო-სომხეთის, არამედ სხვა ქვეყნებთან დიპლომატიურ ურთიერთობებზეც მოახდენს ნეგატიურ გავლენას:
„ვფიქრობ, რომ ჯერ რაც გამოქვეყნდა, უკვე ძალიან სერიოზული ინფორმაციაა და კიდევ შეიძლება რაღაც ისეთი გამოქვეყნდეს, რაც ძალიან არასახარბიელო ნოტებს შეიცავს არა მხოლოდ კონკრეტულად საქართველო-სომხეთის ურთიერთობაში, არამედ ბევრი სახელმწიფოს ურთიერთობებში. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. „ვიკილიკსი“ არის ყველასთვის თავის ტკივილი. არის რაღაცა, რაც მიზანშეწონილი არ არის, რომ იყოს საჯარო ინფორმაცია. ყველაფერი ხომ არ შეიძლება იყოს საჯარო?! რა თქმა უნდა, დიდი ალბათობაა იმისა, კიდევ ვიმეორებ, რომ რაღაც-რაღაცები შეიცვალოს და უარყოფითად შეიცვალოს“.
მიზანშეწონილობასა და პრინციპებზე მარტო პოლიტიკოსები არ დაობენ. გერმანიის ყოველკვირეული „შპიგელი“ ერთ-ერთია იმ ხუთი გამოცემიდან, რომელსაც „ვიკილიკსმა“ ჯერ კიდევ გამოქვეყნებამდე გააცნო თავის ხელთ არსებული ზღვა მასალა. ორშაბათის ნომერში „შპიგელი“ მკითხველს განუმარტავს, რა პრინციპებით ხელმძღვანელობდა, როცა წყვეტდა გამოექვეყნებინა თუ არა ესა თუ ის საიდუმლო დეპეშა, კონფიდენციალური საუბრის სტენოგრამა თუ სხვა სახის გასაიდუმლოებული ინფორმაცია.
გამოქვეყნებულ დეპეშებს შორის არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გზავნილი რომსა და მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოების სახელზე, სადაც კლინტონი თავის ხელქვეით დიპლომატებს სთხოვს, გადაამოწმონ ინფორმაცია რუსეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრებს ვლადიმირ პუტინსა და სილვიო ბერლუსკონის შორის კერძო ეკონომიკური გარიგებების შესახებ. როგორც „შპიგელი“ აღნიშნავს, ეს ინფორმაცია აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს „ქართველმა დიპლომატმა“ მიაწოდა. რადიო თავისუფლებამ სცადა დაედგინა, რამდენად შეესაბამება ეს ცნობა სინამდვილეს, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარზე უარი გვითხრა.