ქერჩის სრუტეზე ნავთობის სატრანზიტო გადამზიდავი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად შესაძლოა მშენებლობა დაიწყოს. საუბარია რუსეთსა და უკრაინას შორის სავარაუდო სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე რუსული ნავთობის უკრაინული ტრანზიტის შესახებ. კონკრეტულად ამის შესახებ განცხადებები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. ის, რაც არ გადაწყვეტილა, არის საკითხი, მიიღებს თუ არა უკრაინის მხარე სანაცვლოდ ნავთობს შეღავათიან ფასად. გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში რუსეთის პრეზიდენტი რუსულ ნავთობს უკრაინის ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს: ”ჩვენ გვესმის, რომ იმაზე, თუ როგორ აეწყობა ურთიერთობა რუსეთსა და უკრაინას შორის, დამოკიდებულია მთელი ევროპის ენერგობალანსი.”
სტატიის მიხედვით, განხილვის სტადიაშია არა მარტო ქერჩის პროექტი და ენერგოფასები, არამედ რუსეთ-უკრაინის საერთო საბაჟო კავშირში ჩაბმის საკითხიც, რასაც, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა უკრაინაში საკონსტიტუციო ცვლილება და რეფერენდუმი დასჭირდეს. ამის მიუხედავად, მზაობა კავშირში ჩაბმისათვის პრეზიდენტების დონეზე, „იზვესტიას“ მიხედვით, უკვე გამოითქვა.
ალბათ, უნდა ვახსენოთ ამ ბოლო ხანებში ატეხილი ხმაური wikileaks ვებგვერდზე გაჟონილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც გამოჩნდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სამუშაო დოკუმენტაცია, უფრო კონკრეტულად - ამერიკელი დიპლომატების სამუშაო მიმოწერა.
დიპლომატიური სამსახურების თანამშრომელთა მიმოწერა საერთაშორისო დონეზე ქვეყნების ურთიერთობას და მაღალი რანგის ლიდერთა შესახებ გამოთქმულ პირად მოსაზრებებს მოიცავს. ინფორმაციის გაჟონვას რეაქცია მოჰყვა უმაღლეს დონეზე - კომენტირებენ პირველი პირები, საუბრობს მედია. განცხადებას აკეთებს ჰილარი კლინტონი, რომელიც ვარაუდობს, რომ ეს გაჟონვა ამერიკის საგარეო ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ ფაქტზე, ბუნებრივია, რუსული პრესაც წერს ყველაზე ცხელი ამბების განყოფილებაში, წითელ სვეტებში. მაგალითად, „იზვესტიაში“ სხვა ქვეყნების ლიდერთა ციტატებთან ერთად ხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, სადაც ვკითხულობთ:
„რაც შეეხება ინფორმაციის გაჟონვას „ვიკილიქსის“ წყაროებით, ეს საინტერესოა, თუმცა პრაქტიკულად ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი პარტნიორების კონკრეტული ქმედებებით.”
მოდით, თემატურად გავაგრძელოთ და ტექნოლოგიის განვითარებით გამოწვეულ ტენდენციებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. იმ მიდგომას, რომ ტექნოლოგია - უფრო კონკრეტულად კი, ინტერნეტი - დემოკრატიის დონეს ზრდის, რადგან ინფორმირებული საზოგადოებების წინაშე მმართველთა პასუხისმგებლობის ხარისხს ამაღლებს, მაქსიმ ტრუდოლუბოვი „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებულ სვეტში ეჭვის ქვეშ აყენებს. უფრო სწორად, ტრუდოლუბოვის აზრით, პასუხისმგებლობის ზრდა უკვე განვითარებული დემოკრატიების პრივილეგიაა, ხოლო რაც შეეხება რუსულ სივრცეს, რამდენიმე კრიტიკული ბლოგი და პრეზიდენტის ტვიტერის ექაუნთი ამ მდგომარეობას ფუნდამენტურად ვერ შეცვლის:
”ჩვენს შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს ზედამხედველი სახელმწიფო სახელმწიფოთი, რომელიც ადამიანების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.”
ეს კი, ტრუდოლუბოვის აზრით, ფუნდამენტური ცვლილებაა მიდგომებისა სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით და ამის შეცვლა მხოლოდ ინფორმირებულობის დონის ზრდით რთული იქნება.
ტრუდოლუბოვის აზრით, იქ, სადაც დემოკრატია შედარებით განვითარებულია, ინტერნეტი დამატებით ბერკეტებს აჩენს სამოქალაქო საზოგადოების შიგნით, მმართველთა პასუხისმგებლობის ზრდის თვალსაზრისით, თუმცა ავტორი თვლის, რომ უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ტექნოლოგიის ამ პროგრესს ახლავს, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელია და ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული ყველა ის მექანიზმი, რომლითაც მოქალაქეებს მეტი ჩართულობის მიღწევა შეუძლიათ მსოფლიოში.