”რესპუბლიკელი” თინათინ ხიდაშელი შემოვლითი რკინიგზის თემაზე შეხვედრებს მართავს

თბილისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" წევრი თინათინ ხიდაშელი დღეს შემოვლითი რკინიგზის თემაზე შეხვედრებს გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსი" "რესპუბლიკელებზე" დაყრდნობით იუწყება, ხიდაშელი რამდენიმე მესაკუთრესთან ერთად, 14:30 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლებს დაათვალიერებინებს იმ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობამ ხრიოკად მოიხსენია. 15:00 საათზე კი შეხვედრა გაიმართება სოფელ პატარა ლილოს მაგისტრალის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან.