ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლად თბილისის კანდიდატურას რუსეთიც მიემხრო

რუსეთიც მიეკუთვნებოდა იმ ქვეყნებს, რომლებიც ბელგრადში გამართულ კენჭისყრაზე მიემხრნენ თბილისის კანდიდატურას ევროპის 2015 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლად. ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარატ ბარიევმა, რომელიც ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობდა. „ქართველები ჩვენი ძმები არიან და არ უნდა დაზარალდნენ თავიანთი ლიდერების პოლიტიკის გამო. ჩვენ სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთში არ ვურევთ“, განაცხადა ბარიევმა. მისი აზით, წარმატება არ მოჰყვება საქართველოს მცდელობას, რომლის მიზანიც არის სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის ორგანიზება. ეს, ბარიევის განცხადებით, კარგად ჩანდა ბელგრადიდან, სადაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეის მონაწილე „40-ზე მეტი ქვეყნიდან თითქმის არც ერთი არ ემხრობა საქართველოს ინიციატივას“.