”ისე, მე მგონია უკეთესი იქნებოდა, რომ შეკრების დროს ორგანიზატორებს სიტყვა „სცენის“ ნაცვლად ტრიბუნა გამოეყენებინათ”, წერს დღევანდელი “საქართველოს რესპუბლიკა” და ხაზს უსვამს 25 ნოემბერს გამართული ორი ღონისძიების საერთო შტრიხებს:
”25 ნოემბერი დიდი ასოებით შევა ქართული კლასიკური მუსიკისა და პოლიტიკური შოუბიზნესის ისტორიაში. ამ დღეს ორი დიდი კონცერტი გაიმართა ბათუმსა და თბილისში.”
ორი ”კონცერტის” მსგავსება, სტატიის მიხედვით, დამსწრეთა მსგავსი რაოდენობა და ძველი და კარგად ნაცნობი რეპერტუარია.
სტატიის მიხედვით, სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ, რომელშიც საზოგადოებისათვის პატივსაცემი ადამიანები ერთიანდებიან, მარტივი შეცდომა დაუშვა:
”ნება დართეს მრავალგზის გაფარჩაკებულ ხალხს, რომლებიც რატომღაც საკუთარ თავს ლიდერებს უწოდებენ, ეტრიალათ სცენის გარშემო და როგორც ხალხის, ასევე მასმედიის ყურადღება სხვა მიმართულებით გადაეტანათ.”
სტატიის მიხედვით, ორ კონცერტს შორის განსხვავება იყო ის, რომ ბათუმის სცენაზე მდგომ ადამიანებს არ სურდათ მსმენელთან განშორება, ხოლო ”თბილისის სცენაზე ასულ გამომსვლელებს ერთი სული ჰქონდათ როდის წავიდოდნენ თავიანთ ცენტრალურ ოფისებში ‘კონსულტაციების გასაგრძელებლად.’ ”
„ისევ არასაკმარისი ხალხი და იმედგაცრუებული მომიტინგეები“ - ჟურნალისტ სალომე ცეცხლაძის სტატია დღევანდელ „რეზონანსში“. ჟურნალისტი ამბავს დეტალების აღწერით ჰყვება.
მაგალითად, მივყვეთ ერთ-ერთ თემას. როგორც სტატიიდან ვგებულობთ, აქციაზე ჟურნალისტების მიმართ უკმაყოფილება იგრძნობოდა.
„ ‘ჟურნალისტებმა დააქციეს ქვეყანა’, -იმეორებდნენ ხშირად დიქტოფონებით, მიკროფონებით ან კამერებით მოსიარულე ადამიანების მისამართით.”
სტატიის მიხედვით, აქციაზე ეკა ბესელია გამოსულა და უთქვამს: ”გუშინ, აქ მყოფი ადამიანების გარდა, ვერავინ გაიგო რა ხდებოდა აქციაზეო”. ამიტომ ბესელია მოწოდებით გამოსულა, წავიდეთ და პირველ არხთან გადავინაცვლოთო, რასაც შეკრებილ ხალხში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყოლია:
” ხალხის ნაწილი გადაწყვეტილებას ტაშის კვრით შეხვდა, მეორე ნაწილი სახლებში წავიდა, მესამე ნაწილი რუსთაველზე, კახა შარტავასთან, დარჩა.”
სტატიის მიხედვით, 1000-მდე ადამიანი პირველ არხთან მისულა. ხელმძღვანელობა გამოსულა და უთქვამს, ეკა ბესელიას როგორც პირველ, ასევე მეორე არხზე დრო ხშირად ეთმობა და ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, საინფორმაციო ბადე გვაქვს და ყოველ ჯერზე მას ვერ დავარღვევთო. ეკა ბესელია შენობაში მაინც შესულა და პირობა მიუღია ტოკშოუში მოგიწვევთო. სანამ ბესელია პროცესებს გეგმავდა, „რეზონანსის“ ჟურნალისტი მოსახლეობაში ციტატებს აგროვებდა:
”მე თუ დამიჯერებთ, ამ ოპოზიციამ არ იცის, რა უნდა.”
” ეკა ბესელიას რაც მოუვა თავში, ისე უნდა მოვიქცეთ. დღეს კი არა, გუშინ უნდა მისულიყვნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და პირდაპირი ეთერი მოეთხოვათ. ჩვენ უნდა ვასწავლოთ რა გააკეთონ?”
„რეზონანსის“ ჟურნალისტი შეეცადა გაერკვია მოსახლეობაში არსებული საპროტესტო მუხტის საწყისები:
”ხელისუფლებას საკუთარი შპს აქვს: ხიდებს აგებენ, სკოლებს არემონტებენ. შპს-ში 50 ადამიანია დასაქმებული”, ამბობს სტატიაში ნოდარ კიკნაძე, რომელიც, სტატიის მიხედვით, სოფელ შეკვეთილიდან ხუთ თანამოაზრესთან ერთად აქციაში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი სახსრებით ჩამოსულა. კიკნაძე სტატიაში დასძენს: ”ვინც ამათ ხმას აძლევს, მხოლოდ იმათ აქვთ სამსახურები. თუ ამათიანი არ ხარ, ტენდერშიც ვერ გაიმარჯვებ.”
სტატიაში ასევე ვეცნობით აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონ ნელის:
”თქვენ წარმოიდგინეთ, რას განვიცდი, რომ ვიგებ სააკაშვილი მოლდაველებს სოფლებს უშენებსო და მე კი კაპიკი არ მაქვს, რომ საჭმელი ვჭამო.”
აქციაზე მისული ერთი ადამიანი კი „რეზონანსის“ გვერდზე კითხულობს:
”ხომ დაინახე პარლამენტზე გაკრული დიდი ლოზუნგი - „საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი“! აი, ამას რა სარგებელი მოაქვს ხალხისათვის? ”
„რეზონანსის“ ჟურნალისტი მოსახლეობასთან საუბარს სცენაზე გამოსვლების პარალელურად განაგრძობდა:
”ამბობენ, დაიცადეთო. როდემდე? არ ვმუშაობ, ორი დღეა საჭმელი არ მაქვს, რა უნდა ვქნა?!”
”რას დაგვატარებენ უაზროდ: შეიკრიბე-დაიშალე...”
გადავინაცვლოთ კვირის პრესაში, რომელშიც 25 ნოემბრის აქციისთვის მზადება კვირის დასაწყისიდან დაიწყო. გაზეთი „მთელი კვირა“ ყოფილ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ნონა გაფრინდაშვილი ამბობს: ”25 ნოემბერი იქნება მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ჩვენ დავიწყებთ სხვადასხვა საშუალებებით ხელისუფლებისათვის ბრძოლას მანამ, სანამ არ გადავაყენებთ.”
”შენ მიდიხარ სახალხო კრებაზე?!” – ”ასავალ-დასავლის” პირველ გვერდზე მსხვილი შრიფტით გამოტანილი შეკითხვა და სხვა სათაურები: ”ხალხმა ამ რეჟიმს განაჩენი უკვე გამოუტანა! 25 ნოემბერს, უბრალოდ, ეს განაჩენი უნდა გაფორმდეს!”; ”ოცდახუთში ამ ჭირძაღლების აძაღლება დაიწყება!”; ”ნაპერწკლები შეგროვებულია! დიდი ცეცხლის აგიზგიზება 25 ნოემბერს დაიწყება!”; ”არავის შეეშინდეს ქუჩაში გამოსვლის, თითის განძრევას ვერ გაბედავს ვერც მერაბიშვილი და ვერც ახალდანიშნული ბოკერია!”
მეორე თემა, რომელსაც პრესა შედარებით ნაკლებ ყურადღებას უთმობს, ნატო და მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგში სიტყვით გამოსვლაა. მაგალითად, „ახალი თაობა“ საპრეზიდენტო რიტორიკის ორმაგ სტანდარტზე აკეთებს აქცენტს: აქამდე ხელისუფლება და პრეზიდენტი მტრად აცხადებდა ყველას, ვინც რუსეთთან კომუნიკაციაზე გადიოდა და ახლა პრეზიდენტი ამ მესიჯს თავად ავითარებსო.
„რეზონანსის“ გვერდზე კი კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, ვიდრე არ ვიპოვით რუსეთთან საერთო ენას, ნატოში არ მიგვიღებენო.