ავღანეთის ძალებმა 15 მეამბოხე დახოცეს

ავღანეთისა და კოალიციის ძალების სარდლობის ინფორმაციით, მათ დაახლოებით 19 მეამბოხე დახოცეს თალიბანის ერთ-ერთი ლიდერის შესაპყრობად განხორციელებული ოპერაციის დროს. უსაფრთხოების ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკება პარასკევ ღამით ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ნანგარჰარის ტერიტორიაზე მოხდა. ნატოს სარდლობის ცნობით, მათ რიგებში მსხვერპლი არ არის.