წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე მისული რამდენიმე ათეული მოქალაქე კვლავაც პარლამენტის წინ რჩება. კრების ორგანიზატორების განცხადებით, მათ შეუძლიათ დარჩნენ პარლამენტის წინ, თუმცა ხვალ კრება მხარდამჭერ საზოგადოებას ისევ მოუყრის თავს. არადა, კრება, რომელზეც, კენჭისყრის შედეგად, უნდობლობა გამოუცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილს, ოქტომბერში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მთელი საქართველოს მასშტაბით დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნის შესახებ განაცხადეს, დღეს 5 საათისთვის უკვე დასრულებული იყო.
წარმომადგენლობითი სახალხო კრების ინიციატორთა წინასწარი მოლოდინი, რომ 100 ათასამდე ადამიანს შეკრებდნენ პარლამენტის წინ, არ გამართლდა: კრებას 8 ათასამდე ადამიანი დაესწო, კრების ინიციატორების მონაცემებით კი - 15 ათასი. სამომავლო გეგმებიც მისული ხალხის რაოდენობამ განსაზღვრა. კრების დასასრულს ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ ბრძოლის დაწყების ახალი თარიღი შესათანხმებელი იქნება:
”ჩვენ ვფიქრობდით, რომ აქ შეიძლებოდა მოსულიყო 50-100 ათასი კაციც. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩვენი გეგმა, თქვენთან ერთად, იყო ის, რომ ამდენი, ზღვა ხალხი, მოვიდოდა და ჩვენ დღესვე დავიწყებდით ჩვენს გეგმას, მაგრამ ახლა ჩვენ მოგვიწევს ცოტა მეტი მოთმინება”.
მანამდე კი სახალხო კრებამ გადაწყვეტილებების მიმღები და აღმასრულებელი ორგანოები აირჩია, კონსტიტუციურ ცვლილებებს გამოუცხადა უნდობლობა, შემდეგ კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას უნდობლობის ვერდიქტი გამოუტანა. დოკუმენტი, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად მიიღეს. უნდობლობის ვერდიქტის შინაარსი სახალხო კრების წარმომადგენლებს მსახიობმა და კრების საინიციატივო ჯგუფის წევრმა გია ბურჯანაძემ გააცნო:
”საქართველოს ხალხს, როგორც თავისუფალ და თავმოყვარე ერს, რომელსაც ღრმად სწამს და დიახაც უნდა იყოს თავისი ბედის ბატონ-პატრონი და შემოქმედი, საქვეყნოდ გამოაქვს ვერდიქტი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გამოცხადების შესახებ”.
უნდობლობის ვერდიქტში ასახულია ის საფუძვლები, რის გამოც კრების მონაწილეები მიხეილ სააკაშვილს უნდობლობას უცხადებენ. ამონარიდი უნდობლობის ვერდიქტიდან:
"მიხეილ სააკაშვილმა გატეხა კონსტიტუციური ფიცი, ემოქმედა ქართველი ერისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. პრეზიდენტმა მოახდინა სახელმწიფო ხელისუფლების აბსოლუტიზაცია და მონოპოლიზაცია, დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი და უგულებელყო სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. აქედან გამომდინარე, ხალხი პრეზიდენტთან ერთად უნდობლობას უცხადებს საქართველოს მთავრობის პირველ პირებს”.
უნდობლობის გამოცხადების პარალელურად დაუმორჩილებლობის კომიტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება, მათ უფლებებს კი სპეციალური კომიტეტი, ”ქომაგი”, დაიცავს.
პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა შარტავა, დაუმორჩილებლობის კომიტეტების მნიშვნელობაზე საუბრისას აცხადებს, რომ აუცილებელია კომიტეტს ლეგიტიმაცია და შემდგომი ნაბიჯების გეგმაც მოჰყვეს ქმედითობისათვის:
”როდესაც ადამიანები ოფიციალურად და ლეგიტიმურად აცხადებენ უნდობლობას, ეს სხვა მასშტაბის მოვლენაა და ეს მოვლენა, ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, შესაძლებლობას აძლევს ასევე შესაბამის ქმედებებს - სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტიურობას. თუ ამის განსახორციელებლადაც შეიქმნება ორგანო, რომელიც ამ ქმედებების განხორციელებაზეც იზრუნებს, მაშინ ამ ყველაფერს აზრი აქვს, თუ არადა, ეს იქნება ქაღალდი, რომელიც შეიძლება საერთაშორისო მოხმარებისთვის გამოიყენო, მაგრამ მაინც დაგრჩეს მოძალადე ხელისუფლება”.
რეალურად რა სტრუქტურული სახე შეიძლება მიიღოს წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ, რომელიც პროტესტის განსხვავებულ მეთოდებს სთავაზობს საზოგადოებას? პოლიტიკური მიმომხილველი რამაზ კლიმიაშვილი ამბობს, რომ შეიძლება ალტერნატიული პარლამენტის მსგავსი რამ შეიქმნას.
საზოგადოების ნაწილი წარმომადგენლობითი სახალხო კრებისგან მეტს მოელოდა:
”-დამთავრდა უკვე?
- მორჩა, დამთავრდა?
- ელოდით ასეთ დასასრულს?
- არა, ეს არაფერი არ იყო.
- რა შეგრძნებით მიდიხართ?
- ველოდით, რომ უფრო გაწერილი იქნებოდა ყველაფერი.
- სამწუხაროდ, იმედგაცრუების შეგრძნებით მივდივართ.
- მოხვალთ მომავალ შეკრებაზე?
- კი, აუცილებლად, აუცილებლად მოვალთ”.
ცნობილია, რომ წარმომადგენლობითი სახალხო კრება საზოგადოებას ხვალ ისევ მოუყრის თავს პარლამენტის წინ.