ახალ ზელანდიაში ავარიას 29 მაღაროელი ემსხვერპლა

ახალ ზელანდიაში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად დაკარგული 29-ვე მაღაროელი დაიღუპა, იმავე ადგილას მომხდარი მეორე აფეთქების შედეგად. პოლიციის განცხადებით, შანსი, რომ ვინმეს ცოცხალს იპოვიან, აღარ არსებობს. ახალი ზელანდიისთვის ეს მაღაროში მომხდარ ყველაზე მასშტაბურ ტრაგედიას წარმოადგენს თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე. პრემიერ-მინისტრმა ჯონ კეიმ მომხდარს „ეროვნული ტრაგედია“ უწოდა.