ეს კვირა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეაფასა როგორც ყველაზე წარმატებული საერთაშორისო კვირა თავის პრეზიდენტად ყოფნის ისტორიაში. სწორედ ამ კვირაში, ლისაბონის სამიტის მიმდინარეობისას, შედგა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა; საქართველოში კი ქვეყნის შიდაპოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოვლენა მორიგი სამთავრობო ცვლილება გახლდათ.
ეს კვირა საქართველოს მთავრობაში მორიგი გადაადგილებით დასრულდა. კვირის განმავლობაში მოარული ხმები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის აშშ-ში ელჩად დანიშვნისა და კიდევ ორი სამთავრობო ცვლილების შესახებ, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა 21 ნოემბერს დაადასტურა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა, ამ პოსტზე მყოფმა ეკა ტყეშელაშვილმა შეცვალა თემურ იაკობაშვილი, ხოლო ეს უკანასკნელი აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იქნება. თბილისში ექსპერტებმა პირველი შეფასებებიც გააკეთეს. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, იაკობაშვილის წასვლა ელჩად პროამერიკული დიპლომატიის ფრთის გაძლიერებაზე მეტყველებს:
”იაკობაშვილი გავლენიანი ფიგურა იყო და, როგორც ჩანს, ის იმიტომ გაუშვეს ამ თანამდებობიდან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცეს და ამ შემთხვევაში ეკა ტყეშელაშვილი ყველაზე კარგი კანდიდატურაა, რადგან ის არ შეუშლის ხელს და ამით, ვფიქრობ, რეინტეგრაციის სამინისტროს ფუნქცია ერთიორად შესუსტდება. გარდა ამისა, იაკობაშვილი იყო ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ნეოკონსერვატორული იდეების გამტარებელი და მგონია, რომ მისი გაგზავნით ამერიკაში დიპლომატიის პროამერიკულ ფრთასაც აძლიერებენ”.
მიმდინარე კვირის მთავარი საერთაშორისო მოვლენა ლისაბონში მიმდინარე ნატოს სამიტი გახლდათ. 19 ნოემბერს დახურულ კარს მიღმა გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შეხვედრა და ეს იყო სააკაშვილისა და ობამას პირველი პირისპირ შეხვედრა. შეხვედრიდან გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:
”ამ შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. შეხვედრის დროს პრეზიდენტმა უკიდურესად მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საქართველოში რეფორმების მიმდინარეობის თაობაზე და, რაც მთავარია, მან მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით”.
მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირას თავის კარიერაში ყველაზე ნაყოფიერი საერთაშორისო კვირა უწოდა. ამის დასტურად ჯერ ვარშავაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ეთნიკურ წმენდისა და ოკუპაციის თაობაზე მიღებული რეზოლუცია დაასახელა; შემდეკ კი - ლისაბონის სამიტი, რასაც, სააკაშვილის თქმით, დააგვირგვინებს ვიზიტი სტრასბურგში, სადაც მას მიეცემა საშუალება მეორედ მიმართოს ევროპულ პარლამენტს.
დავუბრუნდეთ საშინაო პოლიტიკას. მიმდინარე კვირაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების დიალოგის მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა და ძირითადად ტექნიკური საკითხების შეთანხმებით დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პავლე კუბლაშვილის კომენტარი ასეთი იყო:
”მნიშვნელოვანია ის, რომ საბოლოოდ შეთანხმდა გადაწყვეტილების მიღების წესი. ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ის, რომელიც მხარდაჭერილი იქნება უკლებლივ ყველა მონაწილის მიერ, ანუ რომელზეც შედგება კონსენსუსი... მაგრამ იმ საკითხებზე, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები, ”ნაციონალური მოძრაობა” და ჯგუფის სხვა წევრებიც - თუნდაც არა ყველა - მხარს დაუჭერენ, მუშაობა გაგრძელდება შემდგომში. ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შემდგომ ამ ფორმატს ჰქონდეს შედეგი”.
რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო და ხელისუფლებას წარუდგინა პაკეტი, რომელიც ხუთ საკითხს მოიცავს. ესენია: საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი, არჩევნების დღე, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. რაც შეეხება საპარლამენტო პარტიებს, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გარდა, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად მუშაობდა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებებში წინა კვირას ჩაებნენ: „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ქართული დასი“, „დემოკრატიული პარტია“, „ჩვენ თვითონ“ და „თავისუფლება“. პროცესს ასევე შეუერთდა კიდევ ერთი არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალა – მრეწველთა პარტია.
გასულ კვირაში თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 2011 წელს თბილისის მთავრობას 620 მილიონი ლარის დახარჯვის საშუალება ექნება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 123 მილიონით ნაკლებია. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები აცხადებენ, რომ ბიუჯეტის შემცირება სოციალური პროგრამების დაფინანსების კლების ხარჯზე მოხდა.
კიდევ ერთი აქტუალური საკითხი ამ კვირაში პარლამენტის 2 კომიტეტის წარმომადგენლების მიერ მომზადებული მედიამფლობელების თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანოპროექტის დეტალები გახლდათ. ოპონენტები ცვლილებებს კანონში არასაკმარისად მიიჩნევენ ორი ძირითადი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 12 ნოემბერს დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა არ ითვალისწინებს სრულ აკრძალვას ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისთვის და, მეორე, უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ მომზადებული კანონპროექტი, ოპონენტების აზრით, არ ასახავს მედიასივრცეში დაგროვილ სხვა არაერთ პრობლემას. მართალია, პარლამენტის ორი კომიტეტის წარმომადგენელთა მიერ შემუშავებული პროექტი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს მაუწყებლის ლიცენზიის ფლობას ან ლიცენზიაზე განაცხადის შეტანას უკრძალავს, მაგრამ იმავე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საშუალება ეძლევა განკარგოს ლიცენზიის მფლობელი კომპანიის 10 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მოცულობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი წილის მფლობელის ვინაობა კვლავაც საიდუმლოდ შეიძლება დარჩეს. მედიაექსპერტთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ელისო ჩაფიძე აცხადებს:
”უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტში წერია, რომ კომპანიის 10% შეიძლება იყოს იმ პირის საკუთრებაში, რომელიც რეგისტრირებულია ოფშორში, იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირი. არსებული კანონმდებლობით კი, ასეთ კომპანიას შეუძლია დადოს ხელშეკრულება სხვა პარტნიორებთან იმის შესახებ, რომ სწორედ მისი 5%-დან მიიღებოდეს მთავარი გადაწყვეტილებები ამა თუ იმ კომპანიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ სუროგატის სახით შემოგვაპარებენ იმავე მფლობელებს, რომლებიც დღეს ჰყავთ ტელევიზიებს და ცრუ მესაკუთრეებს, რომლებიც ამ ტელევიზიებს რეალურად არ მართავენ. ასეთი ცვლილება კი საზოგადოებას არ აკმაყოფილებს”.
ეს კვირა საქართველოსათვის მძიმე იყო ეკოლოგიური თვალსაზრისით. საქართველოს 4 რეგიონში თითქმის ერთდროულად გაუჩნდა ხანძარი ტყის მასივებს. ხანძარი იყო ბაღდათისა და თელავის რაიონებში, ზემო სვანეთსა და სნოს ხეობაში. თუმცა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსის ნათია იორდანიშვილის შეფასებით, ამჟამინდელ ტყეში არსებულ ნედლ ხეებს საფრთხე არ ემუქრება და მხოლოდ გამხმარი ფოთოლი იწვის. მისივე განცხადებით, ცეცხლის ლოკალიზების შემდეგ შესაძლებელი გახდება ხანძრების გამომწვევი მიზეზების დადგენა, მანამდე კი იგი ვარაუდობს, რომ ხანძრები შეიძლება მონადირეებისა და მწყემსების დაუდევრობით იყოს გამოწვეული.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ წლის ამ დროს ხანძრების ალბათობა ნაკლებია დაბალი ტემპერატურის გამო. იგი მაინც არ გამორიცხავს კლიმატური ცვლილებების გავლენას. ამასთან, სხვა მიზეზებსაც ასახელებს:
”თანდათან უფრო თვალსაჩინოა კლიმატის გლობალური ცვლილებების შედეგები. მეორე კი ის არის, რომ ადამიანების ქცევა თანდათან უარესობისკენ იცვლება და არა უკეთესობისკენ. მე ვგულისხმობ იმას, რომ სულ უფრო სიღრმეში და დიდ ფართობზე ვხვდებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენით დაბინძურებულ ტყის ფართობებს, რაც შეიძლება გახდეს ამ უჩვეულოდ თბილ ამინდებთან ერთად ტყის ხანძრების პროვოცირების მიზეზი”.