ნინო მაჩაიძის წარმატებული დებიუტი ლონდონის სამეფო ოპერაში

ნინო მაჩაიძე

რამდენიმე დღეც და ბათუმში გაიმართება კონცერტი, რომელიც წინასწარვე გამორჩეულ ყურადღებას იპყრობს მასში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსის, პლასიდო დომინგოს მონაწილეობის გამო. დომინგო ქართველ საოპერო მომღერლებთან ერთად იდგება სცენაზე. ჩვენ დღეს ერთ-ერთ მათგანთან გთავაზობთ ინტერვიუს - სოპრანო ნინო მაჩაიძესთან, რომელიც დიდი წარმატებით მღერის მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე. ბოლო ხანს ამ სცენებს ლონდონის სამეფო ოპერა დაემატა: მაჩაიძემ ჯულიეტას პარტია შეასრულა შარლ გუნოს „რომეო და ჯულიეტაში“. სხვათა შორის, ამ წარმოდგენაში კიდევ ერთი ქართველის დებიუტი შედგა - მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძემ იმღერა რომეოს პაჟის მომცრო, მაგრამ მშვენიერი პარტია. ლონდონში ორი ქართველი მომღერლის წარმატებული დებიუტის მოწმე იყო მარიამ ჭიაურელი, რომელსაც წარმოდგენის შემდეგ ნინო მაჩაიძესთან საუბრის შესაძლებლობა მიეცა: მას თავდაპირველად ჰკითხა, ხშირად ისმოდა თუ არა ქართული ლონდონის სამეფო ოპერაში.