ავღანეთის ჩრდილოეთში ცხრა პოლიციელი და შვიდი თალიბი დაიხოცნენ

ჩრდილოეთ ავღანეთში მომხდარი შეტაკებისას დაიღუპნენ უშიშროების ძალების ცხრა წარმომადგენელი და შვიდი თალიბი. მიღებული ცნობების თანახმად, თალიბი მეამბოხეები თავს დაესხნენ პოლიციის საგუშაგოს პროვინციის სატელეკომუნიკაციო სადგურთან. ნატო იუწყება, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში დაიღუპა საერთაშორისო ჯარის ხუთი ჯარისკაცი.