საფრანგეთში ხანძრის დროს დაშავებული საქართველოს 2 მოქალაქე საავადმყოფოდან გაწერეს

საფრანგეთის ქალაქ დიჟონში ხანძრის შედეგად დაშავებული საქართველოს 2 მოქალაქის ნესტან კოსტავას და თეიმურაზ არაბიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს ცნობით, დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ქალაქ დიჟონის ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში კვირას გაჩენილი ხანძრის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა.