საბჭოთა წარსული გასააზრებელია

ჩვენი ყოველკვირეული კულტურული მიმოხილვა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ–ერთ დამაარსებელს, დავით ჯიშკარიანს გაგაცნობთ. ეს ორგანიზაცია საბჭოთა წარსულს იკვლევს. მისი წევრები ამჟამად მუშაობენ პროექტზე „ტერორის ტოპოგრაფია“, აგროვებენ სტალინიზმის ეპოქასთან დაკავშირებულ მასალას. დავით ჯიშკარიანს გიორგი გვახარია ესაუბრა.