დღევანდელი ქართული პრესის დიდი ნაწილი ეთმობა სტუდენტების პროტესტს საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით და რვა სკოლის დირექტორების მიერ თანამდებობის დატოვებას. „ყველა სიახლე“ უთმობს ამ თემას რამდენიმე პუბლიკაციას. „მეთორმეტეკლასელი ბავშვების ლამის ქვეყნის მტრად გამოცხადება, თანაც ლამის მათივე თანატოლების წინაშე ახალგაზრდებს შორის პროვოცირებადაც შეფასდეს“ – ასეთ კომენტარს აკეთებს გაზეთი სააკაშვილის რეპლიკასთან დაკავშირებით, ოროსნების რევოლუცია არ მოხდებაო. რაც შეეხება განათლების მინისტრის განცხადებას, სკოლის დირექტორები თვითონ გადადგნენ, ჩვენ ამ საქმეში არ ჩავრეულვართო, გაზეთი წერს: „ცნობილი პოლიტიკოსი რომ ვიყო, შაშკინის ამ სიტყვებზე ან დავიგინებოდი ან შევიგინებოდი“.
„რეზონანსი“ კი იუწყება, რომ ინფორმირებული წყაროს ცნობით, მინისტრმა მკაცრად გააფრთხილა რესურს- ცენტრების ხელმძღვანელები, რათა მათ, თავის მხრივ, სკოლის დირექტორები გააფრთხილონ – თუ მათი მოსწავლეების ორგანიზებით მსგავსი აქციები კიდევ ჩატარდება, ისინი თანამდებობებს დატოვებენო. სტატიის სათაურია: „შაშკინმა მოსწავლეთა აქციის გამო სკოლის დირექტორები გაათავისუფლა“.
სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, „რეზონანსი“ გვამცნობს, მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრი ეღირებაო. ამ ფაქტს თბილისის მერიაში კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა საკრებულოს კულუარებში ამ თემაზე საუბარი უკვე აქტიურად მიმდინარეობსო“ – წერს გაზეთი.
სოციალურ პრობლემებზე საუბრობს „ალიასათვის“ მიცემულ ინტერვიუში კობა დავითაშვილი და ხალხს აქტიურობისაკენ მოუწოდებს. „რომ გაგიძვირეს პროდუქტები, ამხელა გადასახადებია. მაინტერესებს, რატომ არ გამოდიხართ, ხალხო? მე რომ მოვკვდე ხვალ და ოპოზიცია გაქრეს, თქვენ რას აპირებთ? მარტო მე უნდა ვიყვირო? – კითხულობს დავითაშვილი. აღსანიშნავია, რომ სტატიის ავტორი ინტერვიუს ასეთ შესავალს უკეთებს: „ხელისუფლება დაბრმავდა, ოპოზიცია დაყრუვდა, ხალხი გაყუჩდა. უმძიმესი სოციალური ფონი, ის არაკანონზომიერი ჯარიმები, მუდმივი თვალთვალის შიში და ფსიქოზი. ეს ყველაფერი ისე აიჭრა ერთმანეთში, რომ ამ ქვეყანაში ერთი ქუხილი გარდაუვალი იქნება – წერს „ალია“.