ირანი მზად არის, რომ „უმოკლეს დროში“ განაახლოს მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ განაცხადა თეირანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მინისტრმა განაცხადა, რომ თხოვნით მიმართა „თურქ მეგობრებს“, რათა აღნიშნული მოლაპარაკება თურქეთის ტერიტორიაზე გაიმართოს. მოთაქიმ დააზუსტა, რომ ამჟამად განხილვის სტადიაშია მოლაპარაკებსი შეხვედრის დრო, ადგილი და ასევე დღის წესრიგი.