2010 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა დოკუმენტს სახელწოდებით - “სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით”, ზაფხულში კი დაამტკიცა “ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა”. რა არის აუცილებელი ამ დოკუმენტების რეალურად განხორციელებისთვის და რა გაკეთდა დღემდე? ნინო გელაშვილმა ამ საკითხზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია და კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი გოგი ხუციშვილი: