სტუმრად ჩვენს ეთერში: ანდრო ბარნოვი

სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი

3 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საქართველო-ირანის ურთიერთობაზე როგორც რეგიონულ, ისე უფრო ფართო საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში. ბარნოვს ერთმანეთის ალტერნატივად არ მიაჩნია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება. ანდრო ბარნოვი აგრეთვე ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მთავარი იმპულსი არა ტურიზმი (როგორც დღეს ოფიციალურად ცხადდება), არამედ საქართველოსა და ირანის პოლიტიკური ინტერესებია.