პარლამენტართა ერთი ნაწილი და ახალგაზრდული მოძრაობა „არა“ საქართველოს პრეზიდენტს არასრულწლოვანი პატიმრის, გვანცა ყუფარაძის უპირობო შეწყალებას სთხოვს და აცხადებს, რომ უკვე ოთხი წელია ის მოზრდილთა საპყრობილეში იხდის სასჯელს, აქედან ერთი წლისა და რვა თვის განმავლობაში მან ე.წ. სამარტოო საკანში გაატარა, რაც, ადამიანის უფლებათა ყველა კონვენციის მიხედვით, წამებასთან გათანაბრებული მდგომარეობაა.
გვანცა ყუფარაძე და კლასელისთვის მიყენებული 30 ჭრილობა – ესაა პირველივე სათაური, რომელსაც ინტერნეტში საძიებო სისტემა ამოგიგდებთ, თუ 2006 წელს თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მომხდარით დაინტერესდებით. ყუფარაძე დაკავებისას 14 წლის იყო. ის უკვე ოთხი წელია სასჯელს იხდის. ამ პერიოდის განმავლობაში მისმა მშობლებმა არაერთხელ მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, რომელსაც დროდადრო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიცაზიებიც უერთდებოდნენ. ამჯერად კი პრეზიდენტს, არასრულწლოვნის უპირობო განთავისუფლების მოთხოვნით, რამდენიმე პარლამენტარი და ახალგაზრდული მოძრაობა „არა“ მიმართავს:
„გვანცა ყუფარაძე მოზრდილთა საპყრობილის რეჟიმში იხდის სასჯელს, ოთხი წლიდან წელიწადი და რვა თვე მან სამარტოო საკანში გაატარა. ვერ დამისახელებთ ნორმალურ სახელმწიფოს, სადაც მსგავსი პრეცედენტი დაფიქსირებულა.
ეს არის გაეროს არასრულწლოვანთა მსჯავრდების სტანდარტული წესების დარღვევა, ასევე ბავშვთა კონვენციისა და ეროვნული კანონმდებლობის, კერძოდ, პატიმრობის კოდექსის უხეში დარღვევა“, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე და იქვე საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ ფაქტორს, რომ მიუხედავად არაერთი უპასუხო კითხვისა ამ გახმაურებული საქმის თაობაზე, ის ყუფარაძის ბრალეულობის საკითხს არ ეხება და დასძენს, რომ ამას უახლოეს მომავალში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაჩენს.
პარლამენტის წევრების პროტესტი იმ პირობებმა გამოიწვია, რომელშიც არასრულწლოვანი წლების განმავლობაში იხდიდა სასჯელს. პრეზიდენტისადმი მიმართვას უერთდება ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძეც, რომელიც აცხადებს, რომ ოთხი წლის წინ შეცდომები დაუშვეს არა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, არამედ მედიამაც, რომელმაც მომხდარი ამბავი არაობიექტურად გააშუქა. ვეფხვაძის თქმით, ახლა სწორედ შეცდომების გამოსწორების დროა.
დამოუკიდებლად იძიებს ოთხი წლის წინ მომხდარი დანაშაულის დეტალებს ახალგაზრდული მოძრაობა „არა“, რომლის ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე ამბობს, რომ ორიოდ კვირაში ისინი იმ მაღალჩინოსანი სამართალდამცავების გვარებს დაასახელებენ, რომლებმაც საქმის მასალები გააყალბეს.
გვანცა ყუფარაძის მამა, ალეკო ყუფარაძე იხსენებს, რომ თავიდან მისი შვილი ზრდასრულ მსჯავრდებულებთან ერთად მოხვდა წინასაპატიმრო კამერაში. მშობლების საჩივრის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, წინასწარი დაკავების საკანში არასრულწლოვანთა განყოფილება დაამატეს:
„რადგან არასრულწლოვანთა დაწესებულება არ არსებობდა და არც ახლა არსებობს, ჩემს შვილს წინასწარი პატიმრობის საკანში მოუწია ყოფნამ. მისივე უსაფრთხოების თვალსაზრისით, ის საკუთარი სურვილით დარჩა იქ, რადგან ზრდასრულებთან ერთად სასჯელის მოხდა, გარკვეული მიზეზების გამო, არ სურდა. კანონით, მისი ასაკის ბავშვი სასჯელს სპეციალურ აღმზრდელობით დაწესებულებაში უნდა იხდიდეს, რაც საქართველოში არ არსებობს“.
სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა სუხიშვილი აცხადებს, რომ არასრულწლოვანთათვის ე.წ. სამარტოო საკანი საერთოდ არ არსებობს, ხოლო პირობები, რომელშიც გვანცა ყუფარაძე სასჯელს დღემდე იხდის, ასეთია:
„ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებაში არის ცალკე შენობა, სადაც არიან არასრულწლოვნები, რომელთა რიცხვი ექვსს არ აღემატება ხოლმე. მათ აქვთ ყველა ის პირობა შექმნილი, რასაც ევროპული სტანდარტები მოითხოვს და რის მონიტორინგსაც პერიოდულად „იუნისეფიც“ ატარებს“.
რამდენიმე დღეში სხვა პატიმრებთან ერთად გვანცა ყუფარაძეს რუსთავის ახალ კოლონიაში გადაიყვანენ. მას კიდევ ერთი წელი აქვს მოსახდელი. თუმცა, როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე და მისი თანამოაზრე პარლამენტარები აცხადებენ, ისინი კიდევ ერთხელ სთხოვენ პრეზიდენტს, ამჯერად 23 ნოემბრის გეგმიური შეწყალების ფარგლებში, გვანცა ყუფარაძის განთავისუფლებას.