ჩეჩნეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად ერთი ექსტრემისტი დაიღუპა და ათი მილიციელი დაიჭრა

რუსეთის მილიციის ცნობით, ათი მილიციელი დაიჭრა გროზნოში თვითმკვლელი ექსტრემისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება მეამბოხეების სამალავად მიჩნეულ ობიექტზე რეიდის დროს მოეწყო. მილიციის პრესმდივნის განცხადებით, ურთიერთსროლის შემდეგ, როცა მას მილიციელები უახლოვდებოდნენ, ექსტრემისტმა თვითნაკეთი ხელყუმბარა ააფეთქა. ის ადგილზევე დაიღუპა, დაიჭრა ათი მილიციელი, რომელთაგან ერთი - კრიტიკულ მდგომარეობაშია.