თბილისში შედგა მსოფლიო პრემიერა გელა ბაბლუანის ფილმისა „ცამეტი“, რომელიც 2005 წელს ამავე რეჟისორის მიერ შექმნილი ამავე სახელწოდების ფრანგული სურათის რიმეიკია, გადაღებული შეერთებულ შტატებში, ამერიკელი და ბრიტანელი ვარსკვლავების მონაწილეობით.
„ქართველი რეჟისორის ამერიკაში გადაღებული ფრანგული ფილმის რიმეიკი“ - რაღაც ამის მსგავსი შეიძლებოდა თქმულიყო გელა ბაბლუანის ახალი ფილმის სარეკლამო რგოლში, რომელიც მაყურებელს სწორედ ამ მრავალფეროვნებით დააინტერესებდა.. ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის, „მულტიკულტურალიზმით“... მაგრამ ამ ქართულ-ფრანგულ-ანგლოსაქსურ სინთეზზე ყურადღებას არავინ ამახვილებს. აქცენტი კეთდება სიტყვაზე „რიმეიკი“, რაც, ჩემი აზრით, ძალიან აზარალებს ფილმს. ცუდი სიტყვაა: კინოს ისტორია ამტკიცებს, რომ თუკი თეორიულად მაინც შესაძლებელია ეკრანიზაცია ლიტერატურულ პირველწყაროს სჯობდეს, გამორიცხულია კინორიმეიკი ორიგინალურ ვერსიაზე უკეთესი აღმოჩნდეს.
5 წლის წინ, ფრანგული „ცამეტის“ თბილისური პრემიერის შემდეგ, გელა ბაბლუანი რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში გვეწვია და გვიამბო, რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა, სანამ თავის, ჩემი აზრით, ნამდვილ „შავ–თეთრ მარგალიტს“ გადაიღებდა... ვწვალობდიო, გვითხრა.
ეს წვალება, ეს გარჯა გელა ბაბლუანს დაუფასდა.. ახლა მრავალრიცხოვან პრიზებზე არ ვამბობ, რომლითაც „13“ აღინიშნა.. ახალგაზრდა, აქამდე ყველასთვის უცნობმა რეჟისორმა ჰოლივუდიდან მოწვევა მიიღო. ცდუნება დიდი იყო – ჰოლივუდში, კინოვარსკვლავებთან ერთად მუშაობაზე დღეს მხოლოდ პედრო ალმოდოვარი ამბობს უარს.. ამ ცდუნების მსხვერპლი მიჰაელ ჰანეკეც კი გახდა, რომელმაც ამერიკაში თავისი სახელგანთქმული „მხიარული თამაშები“ გადაიღო იმ მოტივით, რომ თავის დროზე ამერიკელმა მაყურებელმა „თამაშების“ გერმანულენოვანი ორიგინალი ვერ ნახა... და ფილმის გახმოვანებას სჯობს მისი გადატანა ამერიკულ ნატურაზე... ჰანეკე დაზარალდა – ამერიკული „მხიარული თამაშები“ ჩავარდა.
და თუ ჰანეკე ორიგინალთან შედარების საშუალებას არ გაძლევს, – სიტყვასიტყვით, მიზანსცენების დონეზე იმეორებს ავსტრიულ ფილმს, -გელა ბაბლუანი, მართალია, სიუჟეტს უცვლელად ტოვებს, ცდილობს რაღაც „დამატებები“ მაინც შეიტანოს ფილმში - პირველ რიგში, სცენარში, რომელიც ფრანგულ სურათშიც სცოდავდა სქემატურობით... მაგრამ არ გამოდის: კინოვარსკვლავებიც კი (გაგახსენებთ, რომ ფილმში მიკი რურკი, ჯეისონ სტეტჰემი, ალექსანდრ სკარსგორდი, ემანუელ შრიკი თამაშობენ) ეპიზოდურ როლეში ვერ ხსნიან ხასიათებს, რადგან შეზღუდული დრო და სივრცე ამის საშუალებას არ იძლევა.. ამიტომ გაუგებარი ხდება, რატომ მაინცდამაინც, დავუშვათ, მიკი რურკი, თუკი ამ როლს სხვაც ითამაშებდა? ნუთუ მარტო მოგების გამო?
გელა ბაბლუანი გატაცებით გვიამბობდა კასტინგზე ფრანგული „13“-ის გადაღების წინ. იმ კასტინგის შარმი ის იყო, რომ ფრანგულ „13“–ში უბრალოება, სიცოცხლე შემოვიდა, ერთგვარი ნაზავი იყო მელვილისა და ბრესონის... ახლა კი შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ორიგინალისთვის ბიუჯეტი საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა რეჟისორმა იშოვა ფული და გაამდიდრა სურათი ფერით და კინოვარსკლავებით. მაგრამ ამ სიმდიდრემ მხოლო და მხოლოდ დისტანცია გააჩინა ეკრანსა და მაყურებელს შორის.. ფერმა დაკარგა ფრანგული „ნეონუარის“ მომხიბვლელობა და იდუმალება, რაც დამახასიათებელი იყო ფრანგული „ცამეტისთვის“.
მაყურებელმა, რომელსაც უყვარს რიმეიკები ანდა ამართლებს გელა ბაბლუანის სურვილს დამკვიდრდეს ჰოლივუდში, შეიძლება იკითხოს – და რატომ ვადარებთ? ხომ შეიძლება უამრავ მაყურებელს არც ჰქონდეს ნანახი ბაბლუანის ფრანგული სურათი?
მართებული შენიშვნა იქნება. მაგრამ თუკი სურათს ასე შევხედავთ, დავივიწყებთ იმ კარგ ფილმს, ვეჭვობ, ამით ამერიკული „13“ უკეთესი გახდეს... უფრო პირიქით – მივიღებთ სურათს, საკმაოდ ხელოვნურად შექმნილი სასპენსით, ზედაპირული ხასიათებით და, ცოტა არ იყოს, ბავშვური სიმბოლიკით, როგორიცაა, მაგალითად, ობობა ანდა შავყურა თეთრი კრავი... და, რაც მთავარია, შეიძლება დავასკვნათ კიდეც, რომ „ცამეტის“ (როგორც ფრანგულის, ასევე ამერიკულის) მთავარი იდეა – „სიხარბე კლავს!“ - თავად რეჟისორმა ვერ გაითვალისწინა. ესაა ცდუნება, რომელზეც ბევრი უარს ვერ ამბობს და მერე, როგორც წესი, ნანობს ხოლმე.