სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ლაღიძე

ასოციაცია ”დაცული მოძრაობის” საბჭოს წევრი, პარტია ”მომავალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ლაღიძე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ასოციაცია ”დაცული მოძრაობის” საბჭოს წევრი, პარტია ”მომავალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ლაღიძე. მან საქართველოს გზებზე არსებულ პრობლემებსა და საგზაო მოძრაობის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. გიორგი ლაღიძემ განიხილა კანონი, რომლის მიხედვითაც დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებსაც ღვედი არ ექნებათ გაკეთებული და აღნიშნა, რომ ახალი წესი მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის, თუმცა ეს შეიძლება სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას უფრო მძიმე ტვირთად დააწვეს.