ჩეხეთის სენატი მიემხრო ავღანეთში ამ ქვეყნის სამხედროთა რიცხვის გაზრდას

ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატამ კენჭი უყარა ავღანეთში ამ ქვეყნის ჯარის რაოდენობის გაზრდას 730-მდე. ამჟამად 535 სამხედროს რაოდენობის გაზრდა სენატმა 2011 წლისთვის გადაწყვიტა. 2012 წელს ჩეხი სამხედრობის რიცხვი ავღანეთში კვლავ შემცირდება თითქმის ასით. ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობა სწრაფად შეეცადა ამ საკითხის სენატში გატანას მას მერე, რაც გასულ კვირაში არჩევნებში გაიმარჯვეს ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატებმა, რომლებიც ავღანეთში ამ ქვეყნის ჯარის გაზრდის წინააღმდეგი არიან. ახალი სენატორები ადგილებს ნოემბრის ბოლოსთვის დაიკავებენ. საკითხი მომავალ კვირაში ქვედა პალატამ უნდა გადაწყვიტოს, სადაც უმრავლესობა სამპარტიიან კაბინეტს აქვს.