სოხუმის ცენტრში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს-თა მინისტრმა უარყო, რომ სოხუმის ცენტრში მომხდარ აფეთქებას მასთან რაიმე კავშირი აქვს. ლეონიდ ძიაპშბამ სააგენტო რია-ნოვოსტისთან საუბრისას არ დაადასტურა გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ცხოვრობს სახლში, რომლის უშუალო სიახლოვეს ავტომანქანა აფეთქდა. სააგენტო აფსნიპრესი აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სოხუმის ცენტრში დღეს დილით აფეთქებული ავტომანქანა ”ლექსუსი” 23 წლის კირა ზექირ-ოღლის ეკუთვნის. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.