ირანს ბოლივიის პრეზიდენტი სამდღიანი ვიზიტით ეწვია

ბოლივიის პრეზიდენტი, ივო მორალესი თეირანში ჩავიდა. სამდღიანი ვიზიტის დაწყებამდე, მორალესმა განაცხადა, რომ მისი სტუმრობის მიზანია ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება და ირანული ინვესტიციების მიზიდვა მის ქვეყანაში. ის შეხვდება ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს და ხელს მოაწერს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებს. ეს მორალესის მეორე ვიზიტია წელს ირანში.