გაეროს დესპანი ახლო აღმოსავლეთში ებრაული დასახლებების მშენებლობას უკანონოს უწოდებს

გაეროს დესპანი ახლო აღმოსავლეთში რობერტ სერი საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევად აფასებს ებრაულ დასახლებაში მშენებლობის განახლებას. როგორც ისრაელის ერთ-ერთი ორგანიზაცია ”მშვიდობა ახლა” იტყობინება, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 600-მდე საცხოვრებელი სახლი შენდება. რამდენიმე ხნით ადრე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო პალესტინური მხარის მოწოდება გაეგრძელებინა მორატორიუმი ებრაული დასახლებების მშენებლობის შესახებ, რომელსაც ვადა სექტემბერში ამოეწურა.